ტექსტი

გული გრძნობს

ტაბიძე გალაკტიონ

95229 ნახვა · დღეს 2

ავტომობილის მღვრიე თვალებს დარევდა სევდა,
ელვარე ღამე აყირავებს ზამბახთა კალათს,
შენ გახსოვს? მღვრიე ქარიშხალი ჰაერს რომ რევდა.
გული გრძნობს ღალატს.

მწუხარე თოვლში წამიყვანა ფერადმა გემმა,
წინად ანგელოზს - დედამიწას ვუცქერი ჯალათს,
ო, შურს იძიებს უსათუოდ როსმე ბოჰემა.
გული გრძნობს ღალატს.

1927