ტექსტი

მაისის ისრით

ტაბიძე გალაკტიონ

95272 ნახვა · დღეს 16

ამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები,
კარგია თრობა.
ო, მებრალება მე ჩემი მტრები,
არ ვიცი მტრობა.
მაისის ისრით იჭერს ამური
მოვერცხლილ ნავებს
და მთვარე, თეთრი სიასამური,
მირეკავს კრავებს.
არაფერია! ისევ ის მშვილდი
დახარის მდელოს.
იმ სადღეგრძელოს უზეცისშვილდი,
იმ სადღეგრძელოს.

1927

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე