ტექსტი

ქალაქი სიბნელეში

ტაბიძე გალაკტიონ

95241 ნახვა · დღეს 1

მე მოვდივარ
მკვდარი ქალაქისაკენ,
მას ორად გაუპეს გული,
არ ისმის სიმღერები,
არ ისმის სიცილი,
არვინ საუბრობს,
არვინ მოძრაობს.
ღამეა საშინელი, ღამე
ამართული, როგორც შავი დროშა.
გრიგალი ძაღლივით ღრღნის
ქალაქის ქალას.

1927