ტექსტი
ღამევ, რა მოგივიდა?
ტაბიძე გალაკტიონ95228 ნახვა · დღეს 1
ო, ყოველდღე მზეები
ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების
მძიმედ მიემართება.
ის ოცნებაც ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
ღამევ, რა მოგივიდა?
ქარო, რა გემართება?
1927
ტექსტი
95228 ნახვა · დღეს 1