ტექსტი
შენ აღტაცებით ისევ ენთები
ტაბიძე გალაკტიონშენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და სადმე მაინც გაგითენდება.
მთები ჩანს, როგორც გიგანტი გრდემლი,
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.
1927