ტექსტი
შემდეგაც, მაინც
ტაბიძე გალაკტიონუკანასკნელად მესმოდეს შენი
ზექვეყნიური, უკვდავი ხმები,
მსურს თავზე მადგე განსვენების ჟამს,
ვით ანგელოზი სულის მიმღები.
არ მჯერა, ხსოვნა რომ გაიფანტოს,
შენზე ლოცვაში აღმონაცენი,
ის თვით სიკვდილის შემდეგაც, მაინც
სამარადისოდ შენია, შენი.
1927