ტექსტი
ისევ მაისის მათრობს თვალები
ტაბიძე გალაკტიონისევე მაისის მათრობს თვალები,
ისევე სავსე მზით და ვნებებით,
გაჩნდენ ნათელი თებერვალები,
ეხლა მცხოვრებნი მოგონებებით.
მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი
სიყვარულს, სითბოს და პატიებას.
1927