ტექსტი

დღეთა კარებთან ვდგევარ წუხილით

ტაბიძე გალაკტიონ

95271 ნახვა · დღეს 20

დღეთა კარებთან ვდგევარ წუხილით,
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით,
მე დამუნჯებით ცას ვემუქრები.
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ხანჯლებს დავფარავ ისევ იებით,
მე მტერს იმავე ხმით ვემუქრები,
რომ მოვა ჩემთან მონანიებით.

1927

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე