ტექსტი
მხოლოდ ნანა
ტაბიძე გალაკტიონ95272 ნახვა · დღეს 18
ნანა, მხოლოდ ნანა,
ყოველთვის ნანა,
რომელიც აყუჩებს
აუტანელ ტკივილებს,
იფარავს სასიცოცხლო
ძალას.
ასეთი სიმღერები
უნდა გავუგზავნო
მე მას.
ნანა, მხოლოდ ნანა,
ყოველთვის ნანა.
1927
ტექსტი
95272 ნახვა · დღეს 18