ტექსტი
სამგლოვიარო ეტლების ფრენა
ტაბიძე გალაკტიონ95254 ნახვა · დღეს 1
დემონიურად მიუძღვის ღამით
სამგლოვიარო ეტლების ფრენას,
ის დედამიწას აჩვენებს ამით
ჩაშავებულს და უსივრცო ენას.
მაგრამ მრავალი დარდების გამო,
მას დაავიწყდი შენ, პოეზია!
მას ესიზმრება სულ სხვა საღამო,
რაც სხვანაირად უტკბოესია.
1927