ტექსტი

* * * კარს გაუღებენ მას წინაპრები

ტაბიძე გალაკტიონ

95278 ნახვა · დღეს 20

კარს გაუღებენ მას წინაპრები:
გიცდიდით. ვიცით.
ხომ მიატოვე ის ნაპირები
ჩვენი სიმტკიცით?
მიეგებება არაგვის პირი
და ხმა ძლიერი:
შენ უსათუოდ, კაცი ხარ გმირი
და ნიჭიერი.
ჩვენ თვითონ ვიცით შენი ამბები,
სადმე, სხვა მხარეს
ნანგრევთა ძველთა მტკიცე დამბები
პოებენ მთვარეს.

1927

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე