ტექსტი
ცა თოვლით ფენილი
ტაბიძე გალაკტიონ95226 ნახვა · დღეს 1
ცა ვარსკვლავების თოვლით ფენილი
აქანებს თვალებს.
ოჰ, რანაირად ხარ მოწყენილი,
რა ეფემერა გკლავს და გაწვალებს?
ბაღი ლანდებით ანადევნები
მთვარეულ სიზმრით ავსებენ მაისს
და შადრევნების მძიმე მტევნებით.
1927