ტექსტი
* * * როცა დაეცა შური...
ტაბიძე გალაკტიონროცა დაეცა შური ბინდისა,
დამძიმებული მუქი ხავერდით
ამართულიყო ის მთაწმინდაზე
სიკვდილის გვერდით.
სვამდა ამ წვიმას მრავალი თესლი,
რომ გაზაფხულზე ყვავილთა ველად
ამოსულიყო ზღვა ულეველი,
ახალ მთესველად.
1927