ტექსტი
* * * აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე...
ტაბიძე გალაკტიონაჩრდილი ჩუმი და მოთარეშე,
უცნობი მზისთვის,
ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე
ცხოვრობს თავისთვის.
საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს,
ეხლა თავიდან
აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს,
მზე კი ჩავიდა.
1927
ტექსტი