ტექსტი
ღვინისფერო მდინარევ!
ტაბიძე გალაკტიონ95250 ნახვა · დღეს 1
მიდიოდი ველად, როგორც
ღვინისფერი მდინარე,
რომ მოვედი სიახლოვეს,
თავი მოიმკვდინარე.
გაიღვიძე! - გულზე გედვა,
რაც არაფერს აქ არ ჰგავს;
ერთი შენი გამოხედვა
ათას ხედვას დაკარგავს.
1927
ტექსტი
95250 ნახვა · დღეს 1