ტექსტი
დაიჯერე, თუ არ გჯერა
ტაბიძე გალაკტიონ95273 ნახვა · დღეს 17
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თან დამდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა.
1927
ტექსტი
95273 ნახვა · დღეს 17