ტექსტი
ბორის ნიკოლაიშვილს
ტაბიძე გალაკტიონ95274 ნახვა · დღეს 22
ჩემს მეგობართა შორის,
მომავლისათვის მარგი,
უძვირფასესი ბორის
არის ყველაზე კარგი.
გამოხედვა აქვს ქორის,
და ანგელოსის ქართლის
გქონდეს, პატარა ბორის,
გზა მეომრის და მართლის.
1926
ტექსტი
95274 ნახვა · დღეს 22