ტექსტი
ეჯახებიან პლანეტები ერთი მეორეს
ტაბიძე გალაკტიონრბიან დღეები. სული დაეძებს უშორეს ხაზებს,
სივრცეებს მზეთა უშორესთა სპექტრო ანაზებს,
მე ვცხოვრობ გულით შფოთიანად მცემარეთ შორის,
რომელმაც დაგმო სიმშვიდეთა მკრთალი სახება...
იქ სიმძაფრეა და შეძახება:
ეჯახებიან პლანეტები ერთი მეორეს.
1925