ტექსტი

* * * გული სავსეა იმავ ჩრდილებით...

ტაბიძე გალაკტიონ

95284 ნახვა · დღეს 22

გული სავსეა იმავ ჩრდილებით,
მე ისევ ისე იმ ბაღში გიცდი,
უბრალო ვარდით და ყვავილებით
გატაცებული, როგორც არტისტი.
გადმოაშუქე, გულო, მზეები,
ეს მინდორია, ეს მდინარეა,
ჩემი მზე, ისევ უბოლო გზები
და ბეატრიჩე პორტინარია.
ინფანტებისა გაცივდა კრება
და მუმიები თბება ამ მზეზე
და თვითეული არჩდილი ჰქრება,
როგორც ტუტმესი, როგორც რამზესი.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე