ტექსტი

ლოცვაზე უფრო

ტაბიძე გალაკტიონ
ახლოვდება შორი მგზავრი,
გზა სივრცეში გროვდება!
ელექტრონის სუნთქვა მძლავრი
ჰაერს არ მოშორდება.

აფეთქდება უცებ გაზი
და კივილით შედგება,
რომ ლოცვაზე უფრო ნაზი
იყოს ეს აფეთქება.

1925