ტექსტი
ლოცვაზე უფრო
ტაბიძე გალაკტიონ95271 ნახვა · დღეს 17
ახლოვდება შორი მგზავრი,
გზა სივრცეში გროვდება!
ელექტრონის სუნთქვა მძლავრი
ჰაერს არ მოშორდება.
აფეთქდება უცებ გაზი
და კივილით შედგება,
რომ ლოცვაზე უფრო ნაზი
იყოს ეს აფეთქება.
1925
ტექსტი
95271 ნახვა · დღეს 17