ტექსტი
წყნარი ზღვა
ტაბიძე გალაკტიონღრუბელი იდგა, როგორც ფრეგატი.
ზღვა იყო წყნარი, ცა იყო ლურჯი,
მიმაქანებდა ოცნება ურჩი
ფიქრებთან, სადაც დადგა ფრეგატი,
შორს ცისარტყელას გამოჩნდა ბურჯი
და იმედების დაანდო ხატი.
ღრუბელი იდგა, როგორც ფრეგატი.
1925
ტექსტი