ტექსტი

აგერა! აჰანდე!

ტაბიძე გალაკტიონ

95279 ნახვა · დღეს 23

აგერა! აჰანდე! სულის შემხუთავი ქარი უწყალოდ კვნესის,
დასასვენებელ კუთხეს ეძებს თავგადაკლული.
მიაქვს იერიში, მედგრად ეხეთქება, რომ შეიჭრას და შეანგრიოს.
ბზრიალებს თითისტარი... აგერა! აჰანდე! ნაკვერცხლებმა გადიკრეს
ფერფლი.
„დაილოცა სოფელი! სოფლის ჭირიმე! რაა ქალაქი?“
ქალაქი? მჭამელი და მაინც მშიერი. აგერა! აჰანდე!
ბუხარში ცეცხლი გრიალებს. ისმის სიმღერა:
„კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა,
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა“.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე