ტექსტი

მოგონება ჩვენი ჭალისა

ტაბიძე გალაკტიონ

95274 ნახვა · დღეს 18

საღამოს ხანად ჩალანდრის ცხენი
მე მაგონებდა გორებს შორებელს,
ფშანში ლანდივით დაცქერდენ ხენი
ბინდის მეგობარს მოუშორებელს.
ცამ მოგონება გადუხალისა
მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები,
ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა
და შემოდგომის ჩალისღერები.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე