ტექსტი

ბრძოლა ღმერთთან

ტაბიძე გალაკტიონ

95277 ნახვა · დღეს 21

ღმერთი არის თუ არა? არა. მაგრამ დიდება
მისი ბევრჯერ მსმენია. ძილი არ მეკიდება.
იგი, ღამის გენია, ისევ შემეჭიდება,
მე - სხვა სულის ამარა, იგი - გაბედითება.
ვიბრძვით და რამდენია დღე, ის რომ ეზიდება,
რამდენი ჰო, და არა, ალზე ალის კიდება.
ერთიც არ ამცდენია ცეცხლის არდარიდება,
დილით მოსაწყენია ძილი და დამშვიდება.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე