ტექსტი

კაცი, რომელმაც გაბედა

ტაბიძე გალაკტიონ

95272 ნახვა · დღეს 19

რაღაც გრძნეულად და უცაბედად -
ამ წიგნში არის და მიხარია
კაცი, რომელმაც ასე გაბედა
და ის, რაზედაც ჩუმად არიან.
ამ წიგნს არა აქვს არც ერთი ნაკლი,
ერთია ქვეყნად მისი წვალება.
მხოლოდ შენ იცი, ძმაო ირაკლი,
უცნობი ქუჩის იდუმალება.

1925

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე