ტექსტი

წარწერები

ტაბიძე გალაკტიონ
ო, ქალო ძვირფასო, ნაზო ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.

და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება.

ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს,
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.

1925
პარტნიორი techbro.ge