ტექსტი
ორი ასული ნეტარი
ტაბიძე გალაკტიონ95269 ნახვა · დღეს 17
ორი ასული ნეტარი,
ორი სხვაგვარი წამება,
აქ შორეული მხედარი,
გული გულს ესაბამება.
იქ - ვარსკვლავები ზედაშე,
აქ - მეოცნებე ციარი,
და სიყვარული მე და შენ
ნეტა რად გვქონდა ზიარი.
1925
ტექსტი
95269 ნახვა · დღეს 17