ტექსტი
უკანასკნელი თანამგზავრი
ტაბიძე გალაკტიონ95241 ნახვა · დღეს 1
გადაქცეული მწარე გრძნობებად
უკანასკნელი თანამგზავრი მემშვიდობება.
დავრჩები მარტო, სრულიად მარტო.
ო, შემოდგომის გვიანო ვარდო,
მემშვიდობება,
მემშვიდობება -
საღამო იგი, აღტაცების და დამშვიდების,
უკანასკნელი თანამგზავრი ჩემი დიდების.
1924