ტექსტი

მაისი ჰყვავის

ტაბიძე გალაკტიონ

95269 ნახვა · დღეს 17

მაისი ყვავის, ხარობს ხეხილი
ჯერ ქარისაგან არ დატეხილი
და ეუბნება მწვანე მდელოებს
ედემი მრავალ სადღეგრძელოებს.

ჩრდილების ქვეშ წევს შიშველი ევა,
იგი ხან წარმტაც ედემში შევა,
ხან ოცნებანი სწვავენ ქარისა,
დღეა ოცნების და სიზმარისა.

1924

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე