ტექსტი
* * * რა სიჩუმეა...
ტაბიძე გალაკტიონრა სიჩუმეა. შორით-შორს
შუადღის ფრთებით მიდის, თან
ცად უტრიალებს ქორი ქორს
და მიწყნარდება თანდათან.
ნიავი არხევს ბაუსა -
ტყედ მიდუდუნებს წყნარი რუ,
რა-რა-რა... რა-რა, პაუზა..
და ისევ ნაზი: რუ-რუ-რუ...
1923
ტექსტი