ტექსტი

* * * წელიწადის ნაზო დროო...

ტაბიძე გალაკტიონ

95283 ნახვა · დღეს 24

წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა,
დაგშთენია ყავისფერი და ყვითელი ველის კვდომა.
დაგშთენია ლალისფერი, ალვისფერი, დღე ცისფერი,
ბალახის და ყვავილების საამური ძილისპირი.
დაგჩენია ჩემი გულის ჩუმი ბნედა, შორი კვდომა,
წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა.

1923

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე