ტექსტი
ეს გრიგალია სიახლის
ტაბიძე გალაკტიონ95277 ნახვა · დღეს 18
ფანჯარას ტოტებს მიახლის,
მთვარეს მიართმევს ზიანებს.
ეს გრიგალია სიახლის,
მზეს რომ არ დააგვიანებს.
მე სიხარული მემოსა
და გაზაფხულის ოცნება,
ხიბლავდა გარეშემოსა
მინდვრების გადასოსნება.
1922