ტექსტი

მარტოობა

ტაბიძე გალაკტიონ
უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი, და მარტოობა.
გავაღე კარი: თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი: მარტოობამ დაისადგურა.

1922