ტექსტი

* * * ბენუარიდან ხედავდა თვალი...

ტაბიძე გალაკტიონ

95283 ნახვა · დღეს 25

ბენუარიდან ხედავდა თვალი,
რა საუცხოვო იყო მედეა.
ისეა თითქო დაღლილი თვალი,
შენი ალერსის მოიმედეა.
უმშვენიერეს და წმინდა ხმაში
ხეტიალობდა სულის ჩრდილები -
გამოსვლა იყო - მქუხარე ტაში,
ფარდა - ცრემლები და ყვავილები.
თეატრის შემდეგ ვიყავით ორი,
ეტლმა მადათოვს გაგვანაპირა,
სახეში გვცემდა ნიავის ტბორი
და წისქვილებში იბრძოდა მტკვარი.

1922

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე