ტექსტი

ძველი ხელები წყდება კალიპსოს

ტაბიძე გალაკტიონ
მოვიდა ვიღაც ცეცხლივით ზანტი,
გადაულოცა გზას ამიდები,
სადღაც წყვდიადში გაჰკრა ასანთი
და ააფეთქა დინამიტები.
ავარდა ალი, მთები იწვიან,
ალმა შფოთიან ზღვას მიუწია,
ქვეყანა ცეცხლმა შორს გაიწვია
და დროს დაარქვა - რევოლჲუცია.
ძველი ხელები წყდება კალიპსოს,
მიჰქრის მერანი აპოკალიპსის.

1922