ტექსტი
როდის ენანება წუთისოფლის დატოვება?
ტაბიძე გალაკტიონ95233 ნახვა · დღეს 2
ამჩნევთ, რაოდენ იყო ამ კაცში სიცალიერე გამეფებული?
რაოდენ იყო უშინაარსო ცხოვრება ქვეყნად გატარებული?
სახელი ჰქრება. სიცოცხლეც ჰქრება, როცა იგონებს უმიზნო წარსულს,
მას ენანება წუთისოფელი, როს ყოველივეს ხედავს გაძარცულს.
1920