ტექსტი

ქალაქისკენ ურმულით

ტაბიძე გალაკტიონ

95230 ნახვა · დღეს 2

მთებში ნისლი დაიშალა და ნიავი მიჰქრის წყნარი,
ხეობაში, ნათელ ღამით მიიმღერის ჩალვადარი.
ვარსკვლავთ ცაზე ფერხული აქვთ, შუაღამე იწვის, დნება,
დაილია ურმულის გზა და ქალაქის ბოლი ჩნდება.

1920