ტექსტი
ყინვის ძალა
ტაბიძე გალაკტიონ95253 ნახვა · დღეს 1
ტალღა მიჰქროდა დიდი, ლაღი, თავისუფალი,
შორს იტაცებდა მის გიჟურ სულს ზვირთების ქშენა,
მაგრამ უეცრად გაქანებულს სწვდა ყინვის ძალი,
ამ სიმაღლეზე გააქვავა და შეაყენა.
1920
ტექსტი
95253 ნახვა · დღეს 1