ტექსტი

კეცე, კეცე ბილიკი.

ჭილაძე თამაზ
კეცე, კეცე ბილიკი
ქარის დასაკეცი,
ტყეს უვლიდი ძუნძულით,
ვით მშიერი მხეცი,
დრუნჩით მთვარეს ყნოსავდი,
გწვავდა,
როგორც კეცი,
საკუთარ ლანდს მინდორში
დასაგლეჯად ეცი...

გაგეღვიძა, გადარჩი,
შენს თავს გაექეცი...