ტექსტი
ფა-ფუ…
აბაშიძე გრიგოლხელისგულიდან ყვავილის ფურცლებს,
თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს,
სულის შებერვით შენ აქრობ უცებ
და შემომძახი: ფა-ფუ!
მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას,
ქარი დაჰბერავს ბაბუს...
ხელისგლივით დახედავ საფლავს
და ჩუმად იტყვი: ფა-ფუ!..