ტექსტი

ლოდთან

ტაბიძე გალაკტიონ

95268 ნახვა · დღეს 18

საბაოფთ ბინაში
მშვიდად გეძინა შენ,
ეკვდერის დაფნაში
სანთლების წინაშე;
და გედი მხევალი
ოცი წლის შობიდან
ეხლა უსულოა,
როგორც ნიობიდა:
აღარც სიყვარული
ძეგლთან აღარ მოდის,
იგი განისვენებს
ქვეშე ამა ლოდის.

1919

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე