ტექსტი
ღვინოს დააბრალებენ
ტაბიძე გალაკტიონ95233 ნახვა · დღეს 1
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან მომდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო:
ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს.
გაქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?
1918