ტექსტი

ალვის ხეები მშვილდისარს ხრიან

ტაბიძე გალაკტიონ

95233 ნახვა · დღეს 1

ალვის ხეები მშვილდისარს ხრიან,
მთვარე ანათებს ვარსკვლავთა ცხრიანს,
ჰქრის მეტეორი ციერთა უბნის -
ღრუბელიც მიდის, ღრუბელი ბუბნის.
აჰ, ეუბნება - ცრემლების ნამმა,
გთხოვთ მოისმინოთ, ძვირფასო დამა,
ვით სიყვარულის გამქრალი სხივი,
დაუბრუნებელ დროთა მესსივი.

1918