ტექსტი

მიწა გამოჩნდა

ტაბიძე გალაკტიონ

95267 ნახვა · დღეს 16

ხომალდს, რომელსაც ნაფოტივით ღუპავს ბუნება,
რა იღუნება იქ მაღალი ანძების სვეტი,
უხილავ ძალას უცდის პოეტი
და ქარიშხალის აზუზუნება.

მიარხევს ზვირთებს მრისხანე ბედი.
არსად არა სჩანს სული უნებო,
ვისაც არა-რაБ დარჩენია, სიკვდილის მეტი,
და იცის მხოლოდ ერთი გრძნობა: არ დაბრუნება.

მაგრამ შენ როსმე გიგრძვნია? - არა!
მის საძებნელად გავსწიოთ ჩქარა,
სასოწარკვეთის დედამიწას ნება ვინ მისცა?

ბევრი ეძებდა მის ნახვას დღემდე,
მაგრამ, შეხედეთ: ძიების შემდეგ!
მიწა გამოჩნდა, მეგობრებო, ახალი მიწა!

1918

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე