ტექსტი

* * * ო, დღეს შემოდგომაა...

ტაბიძე გალაკტიონ

95273 ნახვა · დღეს 19

ო, დღეს შემოდგომაა...
შემოდგომა...
სულს
აღარ სურს არავინ...
ნაზი ფერების კვდომად,
ნაზო მერი,
დაჰქრის ლანდი ცისფერი...
შემოდგომა
შენს ბაგეებს მაგონებს...
ვწუხვართ...
მშვიდობით...
მერი...

1916

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე