ტექსტი
ათოვდა ზამთრის ბაღებს
ტაბიძე გალაკტიონ95278 ნახვა · დღეს 21
ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო,
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.
გზა იყო უდაბური,
უსახო, უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო.
ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.