ტექსტი
ბავშვობის დღეები
ტაბიძე გალაკტიონგაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა,
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები.
1915