ტექსტი

ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს

ტაბიძე გალაკტიონ
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს,
არაა ძნელი მთების დადნობა,
რომ ცისკარისკენ მაღალ ანგელოზს
ესაფეხუროს ლალის ტატნობი.
ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი,
ახალი დროის დიდი მესსია,
მედგარი მხრებით რომ აიტანა
მთაზე დიდება და პოეზია.

1915