ტექსტი

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი...

ტაბიძე გალაკტიონ
რა სევდიან ზღაპარს ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.

დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.

დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!

1915